ნარჩენების მართვის თემაზე ქარელში შეხვედრა გაიმართა
ნარჩენების მართვის თემაზე ქარელში შეხვედრა გაიმართა
17:48 19.06.2017
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში დღეს ა(ა) იპ „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“-ის ორგანიზებით პროექტ „დავასუფთავოთ საქართველო“-ს ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოხდა დამსწრე საზოგადოების ინფორმირება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების ( ქლორი/ქიმიკატები) და მათგან გამოწვეული საფრთხეების შესახებ. ასევე, განიხილეს თემა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე საშიში ზემოქმედების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პროექტს „დავასუფთავოთ საქართველო-ფაზა III“ ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.


ბეჭდვა