გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა
გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა
13:15 19.06.2017
შერიგებისა და სამოქლაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ქარელის მუნიციპალიეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი გამყოფი ხაზის მიმდებარე ავლევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების ( ცერონისი,თამარაშენი,ავლევიკნოლევი) მოსახლეობას შეხვდნენ.
აღნიშნულ სოფლებში მცხოვრებთათვის სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ესარგებლა ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, გასტროენტეროლოგის, რევმატოლოგის და ენდოკრინოლოგის მომსახურებით.
ასევე, ჩატარდა ექოსკოპიური კვლევები და სკრინინგი c ჰეპატიტზე. შერიგებისა და სამოქლაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ქარელის მუნიციპალიეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას და გაეცნენ სოფლებში არსებულ ვითარებას,ასევე მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

ბეჭდვა