საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებს იმის შესახებ, რომ თითქოსდა ბიძინა ივანიშვილს
ინსულტი დაემართა, - სოციალური ქსელით ეხმაურება.
ბერა ივანიშვილი აღნიშნული ინფდორმაციას უარყოფს.
"დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან"-წერს ბერა ივანიშვილი.
