დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
00:51 17.06.2017
თბილისის გარკვეულ ქუჩებს და დასახლებებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა მინდელის, შალვა ნუცუბიძის, ჯიქიას და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე ელექტროენერგიას ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვერეს ხევის, ნაფეტვრების, საშა იოსელიანის, ფხაკაძის, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლები ვერ მიიღებენ.

ბეჭდვა