საბურთალოს რაიონში ოდესის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში
გამოიცვალა ბორდიურები და იგება ასფალტის ახალი საფარი. აღნიშნულ მისამართზე შეიცვალა წყალსადენი მილებიც.
შესრულებული სამუშაოები საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ დაათვალიერეს.
გზის სარეაბილიტაციო პროექტს კომპანია „ჯეუგრუპი“ ახორციელებს.
