ქალაქ გორში, ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე
- „თანამედროვეობის აქტუალური მეცნიერული საკითხები“ გაიმართა.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის სამინისტოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიის და საკვებწარმოების კვლევის სამსახურმა მოხსენება - „ინტროდუცირებული მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-კვებაში დაშვებული შეცდომები“ წარადგინა. მოხენებაში განხილული იყო მეძროხეობის დარგში არსებულ პრობლემები და მათი გადაჭრის ინოვაციური გზები, ასევე, მეცხოველეობის დარგის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და ხელშემწყობი პროგრამების მნიშვნელობის საკითხები.
