"ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა" კიკვიძის პარკთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა
"ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა" კიკვიძის პარკთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა
14:49 25.02.2012
"ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" იურისტმა ნიკოლოზ მჟავანაძემ თბილისის მერიაში კიკვიძის პარკის გაჩეხვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა.

როგორც ნიკოლოზ მჟავანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა" თბილისის მერიიდან კიკვიძის პარკთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მიიღო სადაც ხაზგასმულია, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახური თბილისის მთავარ სამმართველოს კიკვიძის ბაღში ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად შემოღობვის, დროებითი ნაგებობების ჩადგმისა და მიწის სამუშაოების განხორციელების უფლებას აძლევს.
"ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" აქტის ბათილად ცნობას ითხოვს, რადგან მათი განცხადებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება კანონს და თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას - თბილისის სკვერებში, პარკების, ტროტუარებისა და სპორტულ-სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეჩერების და მათ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ.
"ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" წარმომადგენლის თქმით, ისინი ყველა სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით კიკვიძის ბაღის გაჩეხვის შეჩერებას შეეცდებიან. მჟავანაძემ დღესვე კიკვიძის პარკში ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება გააპროტესტა და ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლება მოსთხოვა.

ბეჭდვა