„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ სოფლებში უპრეცედენტო აქციას იწყებს
 „საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ სოფლებში უპრეცედენტო აქციას იწყებს
14:24 16.06.2017
„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ უპრეცედენტო აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ცენტრის ექიმები 15-მდე სოფელს ეწვევიან და იქ მცხოვრებ მოსახლეობას პირველად სამედიცინო კვლევებს ჩაუტარებენ.
„საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ აქციის ფარგლებში დაგეგმილია:

კარდიოლოგისკონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში კარდიოგრამა არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის მძიმე პათოლოგიების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით;

მამოლოგის კონსულტაცია სარძევე ჯირკვლის პათოლოგიების საწყის ეტაპზე აღმოჩენისა და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის შემუშავებისთვის; საჭიროების შემთხვევაში მამოგრაფიის, ულტრასონოგრაფიული და ციტოლოგიური კვლევის ჩატარება;

გინეკოლოგის კონსულტაცია, გასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა(პაპ-ტესტი);

უროლოგის კონსულტაცია და პროსტატის პეციფიური ანტიგენის PSA კვლევა, საჭიროების შემთხვევაში ულტრასონოგრაფიული და ციტოლოგიური კვლევა.

ნევროლოგის კონსულტაცია, ფიზიკური გამოკვლევა ხერხემლის თიაქარის გამოსავლენად და საჭიროების შემთხვევაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მხედველობის გამოკვლევა.

პროექტში ასევე ჩაერთვებიან ოჯახის ექიმები.
მოსახლეობა კვლევების პასუხებს 2-3 სამუშაო დღეში საჩხერის სამედიცინო ცენტრში მიიღებს.
სამედიცინო ცენტრის მიერ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს, შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია miiRos უპრეცედენტო აქციაშიმონაწილეობა.
ასევე, აქციის ფარგლებში შესაძლებელია, მოთხოვნის შესაბამისად ექიმთა მობილურ ჯგუფს ნებისმიერი სპეციალისტი დაემატოს.
„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ აღნიშნულიპროექტის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.როგორც ცენტრის მენეჯერი თამარ მელიქიძე აღნიშნავს, მსგავი პროექტი სოფლის მცხოვრებლებისთვის უმნიშვნელოვანესია.
„ეს ძალზედ აუცილებელია დღევანდელ დროში. ექიმთა მობილური ჯგუფები აქციის ფარგელებში სკრინინგულ კვლევებს სოფლებშივე ჩაატარებენ, რაც საშუალებას მოგვცემს, დაავადებები საწყის ეტაპზე აღმოვაჩინოთ და შესაბამისად, პაციენტს შემდგომი მკურნალობისთვის რეკომენდაცია მივცეთ. ჩვენი სურვილია, არ დავაწესოთ ასაკობრივი შეზღუდვა. ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი. მას პერმანენტული სახე ექნება, ექიმთა მობილური ჯგუფები სოფლებში მომავალშიც ჩავლენ,“ - განაცხადა თამარ მელიქიძემ.

ბეჭდვა