სამეგრელოს რეგიონში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სამეგრელოს რეგიონში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
13:18 16.06.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში დამშრობი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სადრენაჟე არხს, საერთო სიგრძით 13 კმ. ნატანი მასისგან გაიწმინდა კოლექტორი და შემკრები არხები. ამჟამად ეწყობა მილხიდები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელი პირველი მაისის 223 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე აღდგება სადრენაჟე მომსახურება.
პროექტი, რომლის ღირებულება 100 000ლარს შეადგენს, მიმდინარე წელს დასრულდება.
2012 წლიდან დღემდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრქუტურის 26 სარეაბილიტაციო პროექტი. გაიწმინდა და მოწესრიგდა 500 კილომეტრამდე სადრენაჟე არხი. შედეგად, რეგიონში დრენირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 19 000 ჰა-მდე გაიზარდა.

ბეჭდვა