ცენტრალური აზიის ექსპერტთა ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის გამოცდილება გაიზიარა
ცენტრალური აზიის ექსპერტთა ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის გამოცდილება გაიზიარა
11:03 16.06.2017
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ცენტრალური აზიის ექპსერტთა ჯგუფის წევრებსლაბორატორიული ქსელის სისტემატიზაციისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების წინაპირობების შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.ხუთი სხვადასხვა ქვეყნის :ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთისმთავარმა ფიტო და ვეტ-სანიტრებმა განხორციელებულ რეფორმებზე მათთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. მხარეებმამსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმებების მოთხოვნების დაკმაყოფილებასა და ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებს ლაბორატორიული კომპონენტის ნაწილშითანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ცენტრალური აზიის რეგიონალური სამუშაო ჯგუფის წევრები საქართველოში ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ფარგლებში იმყოფებიან. პროგრამის მიზანია რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების შემუშავება, რომელიც ეხება საზღვრის გადაკვეთისას სანიტარიისა და ფიტოსანიტარიის (SPS) პროცედურების ეფექტიანობისა და პროგნოზირებადობის გაუმჯობესებას და ამ რეკომენდაციების გაზიარებას ეროვნულ და რეგიონულ დონეზე.
„ეს არის კარგი პლატფორმა ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებისთვის. პროექტის ფარგლებში ეს რიგით მეხუთე შეხვედრაა, რომელიც გვინდოდა, რომ საქართველოში გამართულიყო. ვინაიდან ვიცით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო გამორჩეული რეფორმატორია. ვიზიტის მიზანიც, პირველ რიგში, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მონახულება იყო. ჩვენი ჯგუფის წევრებმა მიიღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც ვეტერინარიის, ისე ფიტოსანიტარიის მიმართულებით და ეს იქნება მათთვის ერთგვარი ბაზა, რომლითაც შემდეგ ისინი იხელმძღვანელებენ. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალში უფრო განმტკიცდება“, - განაცხადა აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის ოფისის მრჩეველმა, მაიკლ კოფილდმა.
აღსანიშნავია, რომ ქართული კომერციული სამართლის განვითარების პროგრამა (СLDP) მიზნად ისახავს ბიზნესის კეთებისთვის გარემოს გაუმჯობესებასა და მეწარმეებისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური შესაძლებლობების შეთავაზებას. ბიზნესის წარმოებისათვის კი, ერთ-ერთიმნიშვნელოვანი ფაქტორიეფექტიანი საკარანტინო პოლიტიკის წარმოებაა. სწორი და დროული საკარანტინო ორგანიზმის აღმოჩენით დაავადების გავრცელების რისკის შემცირება და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილება ხდება.

ბეჭდვა