პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ექსპერტთა ახალი კორპუსი შეიქმნა
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ექსპერტთა ახალი კორპუსი შეიქმნა
10:17 16.06.2017
სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ახალი კორპუსი შეიქმნა.
ექსპერტები სოციალური პარტნიორობის პრინციპით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია. კომისიის შემადგენლობაში საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების, კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების და ცენტრის წარმომადგენლები შედიოდნენ.
ექსპერტთა ახალი კორპუსი განათლების ექსპერტებთან ერთად დარგობრივი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით შეივსო, რაც ცენტრს შესაძლებლობას მისცემს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფები საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი პროგრამების სპეციფიკის შესაბამისად დააკომპლექტოს.
"ეს ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვა ღონისძიებეთან ერთად პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია"-აცხადებენ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში.
ცენტრი ავტორიზაციის განახლებული პროცედურებით და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა განახლებული შემადგენლობით იწყებს მუშაობას.

ბეჭდვა