კახეთის შვიდ რაიონში 1000 კმ2 ზე მეტი საერთო ფართობის ღრუბლის მასები განეიტრალდა
 კახეთის შვიდ რაიონში 1000 კმ2 ზე მეტი  საერთო ფართობის ღრუბლის მასები განეიტრალდა
15:38 15.06.2017
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 14-15 ივნისს კახეთის რეგიონში 1095 კმ2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც სისტემამ 60-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.

"დელტას" ინფორმაციით, ფრონტალურმა ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოსვლა საღამოს 20:30 საათიდან სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დაიწყო, მას დაემატა ადგილზე წარმოქმნილი შიდამასიური ტიპის ღრუბლის კერებიც და თითქმის მთლიანად მოიცვა ახმეტის, თელავის, გურჯაანის, ყვარლის, ლაგოდეხის, სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონები.

კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა. მოსალოდნელი მარცვლების ზომა 30 მმ იყო.

14 ივნისის 19:19 საათიდან 15 ივნისის დილის 09:01 საათამდე ღრუბლების დამუშავება რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. დამუშავება ჰაერში საფრენი აპარატების არსებობის გამო შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა.

სარაკეტო ზემოქმედების შედეგად შვიდივე რაიონში არსებული ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.

ბეჭდვა