ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა მოხისი-კოდა-ვარდისუბნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები
დაათვალიერა.
მოხისი-კოდა-ვარდისუბნის 5 კმ-იანი გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა, რომელიც მუნიციპალიტეტის 3 სოფლის 2100 მოსახლეს დასოფელ მოხისში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებას ემსახურება. აღნიშნული პროექტი მიმდინარეობს რეგიონული პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით და მისი ღირებულება შეადგენს 1 318 000 ლარს. გზას რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია. სამუშაოებს შპს „იბოლია“ ახორციელებს.
