თბილისის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის"
ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის(ნაწილობრივ), შორაპნის, შირაქის, გარეკახეთის, კოშკოვანის, ჭოველიძის, ბარნოვის, გუნიას, ერისთავი-ხოშტარიას, ზანდუკელის, გოგებაშვილის, წერონისის, იოსელიანის, მექანიზაციის, გარეჯის და ბელინსკის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), წყნეთის გზატკეცილის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, ქავთარაძის, კასპის, აწყურის, წინანდალის, ივერიელის, ლეხ კაჩინსკის, საკანდელიძის, გაბაშვილის, მარიჯანის, ზურაბ ანჯაფარიძის, თამარაშვილის, ქუთათელაძის, მაღალაშვილის, ლორთქიფანიძის, ჩხეიძის, ჩახავას, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, პოლიტკოვსკაიას და მინდელის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის(ნაწილობრივ) და ბროლოსანის ქუჩის, 11 საათიდან 15 საათამდე - ვაჟა-ფშაველას გამზირის(ნაწილობრივ),ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ), ჯანო ბაგრატიონის, ტაშკენტის და მიცკევიჩის ქუჩების, 18 საათიდან 20 საათამდე - დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილის, შარაშენიძის, ღლონტის, გოდერძი ჩოხელის, სიხარულიძის, ყურაშვილის, ყუშიტაშვილის, კარბელაშვილების, ფერაძის და გვიმრაძის ქუჩების, 11 საათიდან 17 საათამდე - ხუდადოვის, ეროსი მანჯგალაძის და ცოტნე დადიანის ქუჩების, 12 საათიდან 13 საათამდე - გურამიშვილის გამზირის(ნაწილობრივ) ხოლო 14 საათიდან 15 საათამდე თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის და ჩარგლის ქუჩის მაცხოვრებლებს.
