ქარელის მუნიციპალიტეტში შიდამნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტში შიდამნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
18:40 14.06.2017
ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტი რეგიონული პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრების 3,225 კმ-იანი გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა. გზა ემსახურება ქარელის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის (ზ/ხვედურეთი, ჭანდრები, ხეობა, თრეხვი, მეხეთი, ტყემალა-აქედან სამი სოფელი მთის სტატუსით სარგებლობს) 2200 მცხოვრებს და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდ ნაწილს. გზას რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტის ღირებულება 977 700 ლარია. სამუშაოებს შპს „შარა“ ასრულებს.

ბეჭდვა