საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე ჩამოსული მეწყრული მასისაგან
საავტომობილო გზა სრულად გაწმენდილია, საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია და განხორციელდება სპეციალური რეჟიმით.
ამ დროისათვის დამატებითი გზის გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მთასვლელები რათა სრულად მოხდეს არსებული გზის მოწესრიგება, წყლის დონის დაწევა, ვაკისის ფერდის დაწევა და კლდოვანი მასებისაგან ფერდების ჩამოსუფთავება.
თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილოგზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა.
