ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო სავარაუდოდ რამდენიმე საათში დაიწყება
ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო სავარაუდოდ რამდენიმე საათში დაიწყება
14:23 25.02.2012
დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის ადვოკატის გელა ნიკოლაიშვილის თქმით, ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
როგორც ნიკოლაიშვილმა "ნიუსპრესთან" საუბრისას განაცხადა, ლაშა ჩხარტიშვილს ბრალად სავარაუდოდ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას წაუყენებენ და ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით გაასამართლებენ.
ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში "კონსერვატიული პარტიის" წევრის ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე საათში დაიწყება.

ბეჭდვა