დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება
17:26 12.06.2017
თბილისის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის III მიკრორაიონის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, აღმაშენებლის ხეივნისმე-10 კილომეტრის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, ქუჩების ჭავჭავაძის გამზირის, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ჭიაურელის, ჩაჩავას, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, ცემის, კეკელიძის და თაყაიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის და ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის(ნაწილობრივ) მაცხოვრებლები, 10 საათიდან 16 აღმაშენებლის გამზირის(ნაწილობრივ), ჩერნიშევსკის, წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და ჩიქობავას ქუჩების მაცხოვრებლები, 13 საათიდან 14 საათამდე ვარკეთილი-2 მაცხოვრებლებ, 11 საათიდან 13 საათამდე ავთო ღოღობერიძის ქუჩის მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 17 საათამდე სოფელ ტაბახმელას და ელიას მთის, ასევე, იორის და ბოგდან ხმელნიცკისქუჩების მაცხოვრებლები.

ბეჭდვა