ხულოს მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის „არაფორმალური განათლების კომპლექსური პროგრამის“ პრეზენტაცია
გაიმართა. შეხვედრას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები ესწრებოდნენ. პრეზენტაციის შემდეგ ჩატარდა გასაუბრება, სადაც შეირჩნენ პროექტის ლიდერები. შემდგომში უკვე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა ლიდერების ჩართულობით გაიმართება.
სკოლებიდან მოსწავლეების ტრანსპორტირება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო. ღონისძიება გამგეობის ორგანიზებითა და ხულოს კულტურის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ ახორციელებს.
