თბილისის ახალი საბავშვო ბაღების ნუმერაცია დასრულდა
თბილისის ახალი საბავშვო ბაღების ნუმერაცია დასრულდა
15:55 09.06.2017
თბილისის ხუთ ახალ საბავშვო ბაღს, რომლებიც სექტემბერში გაიხსნება, შესაბამისი ნომრები მიენიჭა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის, 24 მაისის განკარგულებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ხუთი ახალი ა(ა)იპ დააფუძნა, შესაბამისად, ოფიციალურად განისაზღვრა ახალი ბაღების ნუმერაცია, რაც რეგისტრაციის შემთხვევაში დაფიქსირდება სააგენტოს ვებპორტალზე. ამ განკარგულების მიხედვით:

ა) საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვრის დასახლების მეორე ზონაში აშენებულ ახალს ბაღსმიენიჭა ნომერი - 33;
ბ) ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა N6-ში მდებარე ბაგა-ბაღი იქნება N69-ე;
გ) საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის N23-ში არსებული საბავშვო ბაღი იქნება N74-ე საჯარო ბაგა-ბაღი;
დ) ნაძალადევის რაიონში, ურეკის ქუჩა N4-ში მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი იქნება N113-ე საჯაარო ბაგა-ბაღი;
ე) თბილისთან შემოერთებულ სოფელ წინუბანში მდებარე ბაღს მიენიჭა სახელწოდება: „ქ.თბილისის წინუბნის საბავშვო ბაგა-ბაღი“.

ხუთივე საბავშვო ბაგა-ბაღი 2017 წლის სექტემბრიდან შევა ექსპლუატაციაში, რითაც დამატებით, 1500 აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი.

ბეჭდვა