დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:41 09.06.2017
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით , გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, აეროპორტის დასახლების, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, სამხედრო დასახლების, რკინიგზის ჩიხის, დავითაშვილის, იუმაშევის, ქებურიას, ხვედელიანის, ბარნოვის, წულაძის, ლაღიძის, დიდგორის, გუდარეხის, ნინიძის, ციხისძირის და ქიზიყის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის V მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ნუცუბიძის პლატოსIII მიკრორაიონისI, II, IV კვარტლების, ვაჟა-ფშაველას გამზირის(ნაწილობრივ), ვარკეთილი-2 I მიკრორაიონის, ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ფანჯიკიძის, ჩხიკვაძის, ძოწენიძის, ამაშუკელის, ინტენსიფიკაციის, კაპანელის, ნუცუბიძის ჩხენკელის,წულაძის, დიდგორის და ციხისძირის ქუჩების, 11 საათიდან 13 საათამდე თოფურიას და შალვა ნუცუბიძის ქუჩების, 10 საათიდან 11 საათამდე კრწანისის შესახვევის და კრწანისის ქუჩის, ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე აღმაშენებლის გამზირის(ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა