დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია
დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის ადგილმდებარეობა ჯერჯერობით უცნობია
14:01 25.02.2012
"კონსერვატიული პარტიის" დაკავებული წევრის ლაშა ჩხარტიშვილის ადგილმდებარეობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
როგორც "ნიუსპრესს"  "თავისუფალი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა ალეკო შალამბერიძემ განუცხადა, ლაშა ჩხარტიშვილს მისი თანაპარტიელები და მეგობრები ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.
შალამბერიძის თქმით, დღეს კიკვიძის ბაღის გაჩეხვასთნ დაკავშირებით აქცია 15:30 წუთზე იყო დაგეგმილი, თუმცა ლაშა ჩხარტიშვილმა ხეების გაჩეხვის პროცესის ადრე დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეიტყო და ადგილზე დაგეგმილ დროზე ადრე მივიდა. სწორედ მაშინ მოხდა მისი დაკავება პოლიციის თანამშრომლების მიერ.

ბეჭდვა