სამგორის რაიონის გამგეობა ხვალიდან „ჯანსაღი ცხოვრების კვირეულს“ იწყებს
სამგორის რაიონის გამგეობა ხვალიდან „ჯანსაღი ცხოვრების კვირეულს“ იწყებს
15:34 07.06.2017
მიმმდინარე წლის, 8-11 ივნისს, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისთვის, „ჯანსაღი ცხოვრების კვირეული“ მოეწყობა. კვირეული სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიება 8 ივნისს, 19:00 საათზე, ვარკეთილისმე-3 მასივში,108-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება. ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტული აქტივობები მოეწყობა. დღის ბოლოს კი, ღია ცის ქვეშ ცნობილი ქართული ბენდების, „ქიმერა“, „არა“, „პულსი“ მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

9 ივნისს, 17:00, თემაზე - ჯანსაღი ცხოვრების წესი, ვარკეთილის მედიათეკაში, ნახატებისა და ფოტოების გამოფენა/კონკურსი ჩატარდება. გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები და მედიათეკის საწევრო ბარათები გადაეცემათ.

10 ივნისს ექსტრემალური სპორტის სახეობების წარმოდგენა და ჯანსაღი ცხოვრების თემატიკაზე საზაფხულო კინოჩვენება მოეწყობა.

11 ივნისს, 12:00 საათზე, გარდაბნის გზატკეცილზე კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება და მინიმარათონი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებულ ახალგაზრდებს სასაჩუქრე ბარათები გადაეცამათ.

ბეჭდვა