მთავრობის კანცელარიასთან ხვალ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
მთავრობის კანცელარიასთან ხვალ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
19:28 06.06.2017
არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით, ხვალ საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.

"საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ არ დაუშვას მუსტაფა ემრე ჩაბუქის გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების/არაადამინური მოპყრობისა ან/და დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ მიეცეს სამართლიან მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა"-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ჩაბუქს, რომელიც ქართველმა სამართალდამცველებმა 24 მაისს დააკავეს, ბრალად ედება ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა. თურქული მხარე მის ექსტრადაციას მოითხოვს.

აქცია კანცელარიასთან ხვალ 11:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა