დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
18:53 06.06.2017
თბილისის გარკვეულ დასახლებებსა და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გურამიშვილის გამზირის(ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ფეიქართა, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, ბეღლეთის, ჟონეთის, კიკეთის, მუჯირიშვილის, კაიშაურის, დოლაბაურის, ლეხკაჩინსკის, ბოჭორმის, დიდი ხეივნის, წითლანაძის, გრიშაშვილის, ოჟიოს და კოსტავას ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა აეროდრომის დასახლების და ხომლელის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირის და მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე მირცხულავას, წყალტუბოს და კედიას ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა