დევნილები შიმშილობას განაგრძობენ
დევნილები შიმშილობას განაგრძობენ
14:19 27.06.2012
აფხაზეთიდან დევნილები საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან მეორე დღეა შიმშილობენ. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა  გიორგი ლაღიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, მოშიმშილე ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

„ლტოლვილთა სამინისტროსთან უკვე მეორე დღეა აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები შიმშილობენ. ეს ადამიანები რამდენიმე წელია საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას და მათ დაკანონებას მოითხოვენ, თუმცა, უშედეგოდ. ისინი შიმშილობას არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“-განაცხადა ლაღიძემ.

მისივე თქმით, მოშიმშილეებთან აღნიშნული სამინისტროსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, თუმცა, ისინი აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ამ ეტაპზე 4 მოქალაქე შიმშილობს.


ბეჭდვა