თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
10:10 06.06.2017
დედაქალაქის გარკვეულ უბნებსა და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელ დიღომის, წყნეთის გზატკეცილის, კახეთის გზატკეცილის, ჩიტაძის და ჭირნახულის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვარკეთილი-3 ზემო პლატოს (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს IVმიკრორაიონის, ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ), ჩხეიძის, ქავთარაძის, რაზიკაშვილის, ჭიჭინაძის, ქიზიყის, პოლიციის, ენუქიძის, მოსტკოვის, გრიშაშვილის, გუმათჰესის, ღოღობერიძის, ტოროშელიძის, არველაძის, ანდღულაძის, ბაქრაძის, წალენჯიხის, შერვაშიძის, აფანასიევის, ქართველიშვილის, ბეჟანიშვილის, დადიანის, ქსოვრელის, ლომთათიძის, ქართლის, დაისის, კნოლევის, ზედაზენის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, ილურიძის, თმოგვის და იდუმალის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა დაბა წყნეთის, ფეიქართა, გოგოლის და კონსტიტუციის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა