სოფლის მეურნეობის სამინისტრის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სტუქტურებმა 2015 წელს
განახორციელეს პროექტი „ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გავლენის ალბათობისა და სიმძიმის შეფასება“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შემუშავდა სამეცნიერო დასკვნა და რეკომენდაციები, რის საფუძველზეც მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის№262 დადგენილებით განისაზღვრა სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის ნორმა (100 გ მცენარეულ ცხიმში არ უნდა აღემატებოდეს 2გ-ს, ჩვილ ბავშვთა და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა კვებისათვის განკუთვნილი სურსათი არ უნდა შეიცავდეს ტრანსცხიმს), რომელიც ძალაში 2017 წლის 1 აგვისტოდან შედის.
სურსათში ინდუსტრიული ტრანსიზომერული ცხიმების შემცველობის და მისი მავნე ზეგავლენის განსაზღვრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკისშეფასების სამსახურის და რისკის შეფასების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები კოპენჰაგენის უნივერსიტეტის კლინიკური ბიოქიმიის დეპარტამენტის ლაბორატორიის უფროსს, დანიის ნუტრიციის საბჭოს ვიცეპრეზიდენტს, სტინ სტენდერს შეხვდნენ და სურსათში ტრანსცხიმების შემცველობის კუთხით არსებულიპრობლემები და მისი გადაჭრის გზები განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ დანილმა მეცნიერმა, სტინსტენდერმა ტრანსიზომერული ცხიმის, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის პოტენციური საფრთხის შემცველი ქიმური ნივთიერების უარყოფითი ზეგავლენა შეისწავლა. აღნიშნული მიმართულებით, მას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზეარაერთი კვლევა აქვს ჩატარებული. სტინსტენდერმასაქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ტრანსცხიმების შემცველობის დადგენის მიზნით,სურსათის ნიმუშები აიღო. ამ კვლევის შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოში სურსათში არსებულ ტრანსცხიმებთან დაკავშირებული რისკების თავიდა აცილების სამომავლო ღონისძიებების განსაზღვრაში.
ვიზიტის ფარგლებში, სტინსტენდერმასაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სემინარიგამართა თემაზე - „ინდუსტრიულად წარმოებული ტრანსცხიმის საზიანო ზემოქმედება კარდიოვასკულარულ სისტემაზე და ტრანსცხიმები პოპულარულ სურსათში“.
