შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს მოსწავლეები ესტუმრნენ
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს მოსწავლეები ესტუმრნენ
10:36 04.06.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.

პროექტის ფარგლებში, მოზარდებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველო, აჭარის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო და სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო დაათვალიერეს.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, მათი საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. მოზარდებისთვის სამმართველოების ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო. სკოლის მოსწავლეები ასევე გაეცნენ წვევამდელთა თეორიულ და სამწყობრო მეცადინეობას. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბავშვების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.

პროექტის მიზანი მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.

ბეჭდვა