ზაზა გაბუნია მერიას საბიუჯეტო რესურსების პრიორიტეტების გარეშე ხარჯვაში ადანაშაულებს
ზაზა გაბუნია მერიას საბიუჯეტო რესურსების პრიორიტეტების გარეშე ხარჯვაში ადანაშაულებს
12:56 27.06.2012
საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი” დეპუტატი ზაზა გაბუნია თბილისის მერიას საბიუჯეტო ფულადი სახსრების პრიორიტეტების გარეშე ხარჯვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გაბუნიამ  დღეს საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თბილისში არსებული 8 შადრევნის მოვლა-პატრონობისთვის მერიამ შპს „დავითს“ 6 თვის სამუშაოებისთვის 113 858 55 ლარი გამოუყო, რაც ძალიან დიდი თანხაა.
„ტენდერი აბსოლუტურად არაკონკურენტულ გარემოში ჩატარდა, რადგან მასში მხოლოდ ერთი, მერიის ფავორიტი კომპანია მონაწილეობდა, რაც ასევე, კითხვის ნიშნებს აჩენს“- განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, თბილისის მერიის ეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ასიათასზე მეტი ლარი მეათეხარისხოვანი საქმისთვის იხარჯება, შეცდომაა იმ ფონზე, როცა აღნიშნული თანხა შეიძლებოდა სოციალურად დაუცველი და უმწეო მოქალაქეების კეთილდღეობისთვის გამოყენებულიყო.
როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელი იყო მერიას შადრევნების დასუფთავების ვალდებულება დასუფთვების სამსახურისთვის გადაეცა, რომელიც შესაბამის ტექნიკასაც ფლობს და საკმაოდ მსხვილბიუჯეტიანი უწყებაა.

ბეჭდვა