"ახალ ტიფლისში" ხვალ პატარების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
"ახალ ტიფლისში" ხვალ პატარების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
17:31 02.06.2017
„ახალი ტფილისის“ საფეხმავლო ნაწილზე ხვალ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო გამოფენა-ფესტივალი სახელწოდებით - „პატარა ხელებით“გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შოუ-კონცერტი, პანტომიმის თეატრის წარმოდგენები და სხვადასხვა სახალისო აქტივობა. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაირიცხება საქართველოს სოლიდარობის ფონდში.

ღონისძიებას დაესწრება თბილისის მერი დავით ნარმანია, სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ფესტივალი 12:00 საათზე გაიხსნება.

ბეჭდვა