დიღმის ტყე-პარკში მოზარდებისთვის გასართობი ღონისძიებები მოეწყო
დიღმის ტყე-პარკში მოზარდებისთვის გასართობი ღონისძიებები მოეწყო
14:47 02.06.2017
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის ტყე-პარკში გასართობი ღონისძიებები მოაწყო.

კონცერტში მონაწილეობა ქართული ესტრადის ცნობილმა მომღერლებმა და ბენდმა Mix2ra-მმიიღო.

მოეწყო ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, პატარებმა, მომღერლებთან ერთად ტყე-პარკის ტერიტორიაზე ჩიტის ბუდეები განათავსეს.

დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

საღამო ელექტრონული მუსიკითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.



ბეჭდვა