ნატახტარიდან რუსთავამდე თბილისის შემოვლითი ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდება
 ნატახტარიდან რუსთავამდე თბილისის შემოვლითი ჩქაროსნული მაგისტრალი აშენდება
12:26 02.06.2017
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი 55 კილომეტრიანი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს.
პროექტი, ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს.
საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და იტალიური კომპანიის (ერთობლივი საწარმო) ANAS International Enterprise S.p.A. &GestioneProgettiIngegneriasrl. & IRD Engineeringsrl. წარმომადგენელმა ლაურენ ტფრანციოსმა მოაწერეს.
კომპანია ANAS International Enterprise S.p.A. &GestioneProgettiIngegneriasrl. & IRD Engineeringsrl. მონაკვეთის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებასა და დეტალური პროექტს მოამზადებს. პროექტირების ვადა 2017 – 2018 წლებია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა დასრულდეს.

ბეჭდვა