საქართველოს საპატრიარქო იურისტ ედიშერ ქარჩავას მიერ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
საპატრიარქოს ცნობით,
ქარჩავას განცხადებები შეთანხმებული არ ყოფილა.
"ბატონ ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული.
მის მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია.
ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული.
მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი"-აცხადებენ საპატრიარქოში.
შეგახსენებთ, რომ ედიშერ ქარჩავამ ერთ-ერთ სასულიერო მაღალიერარქიას პატრიარქის მოკვდინების მცდელობაში დასდო ბრალი, თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთ გადაცემაში განმარტა, რომ სულიერად მოკვდინებას გულისხმობდა.
