დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
11:05 01.06.2017
თბილისის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ),ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, წყნეთის გზატკეცილის, ჩხეიძის, ქავთარაძის, გაბაშვილის და საკანდელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

15 საათიდან 17 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას სოფელ ზურგოვანის, სოფელ დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, ფარნავაზის გამზირის, პეტრიწის და თავდადებულის ქუჩების, 10:30 საათიდან 18 საათამდე ჭავჭავაძის გამზირის, ცხვედაძის, რაზმაძის, ტაბიძის, აბაშიძის, კავსაძის, ფალიაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, მოსაშვილის და მიშველაძის ქუჩების, 10 საათიდან 16 საათამდე დაბა წყნეთის, გარდაბნის გზატკეცილის, წმინდა ბარბარეს უბნის, ვარკეთილი-3 ზემო პლატოს, ჭიჭინაძის 360-ე კილომეტრის და ნაკადულის, 11 საათიდან 17 საათამდე კი კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტისდასახლების, საქსოფმანქანის დასახლებისIV კვარტლის, ორხევის შესახვევის,დავით კაკაბაძის I და II შესახვევის, სააკაძის II შესახვევის,ესენინის IV შესახვევის,ორხევის გასასვლელის და ორხევის დასახლების შემდეგი ქუჩების მაცხოვრებლებს- გოკიელის,ვაჟა ბანეთიშვილის, წუწუნავას, სააკაძის,მუხაძის, თენგიზ ჩანტლაძის, კაკაბეთის, ფიროსმანის, მერაბ კოსტავას, ახვლედიანის, ესენინის, დავით კაკაბაძის, ამირანაშვილის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ჭოველიძის, ბარნოვის და ერისთავ-ხოშტარიას ქუჩების, 10:30 საათიდან 18 საათამდე წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, არველაძის, ანდღულაძის, ბაქრაძის, შერვაშიძის, აფანასიევის, ტოლენჯის, წალენჯიხის, კაკაბეთის, მესხეთის, ყვარლის, ბოგდან ხმელნიცკის, ბერი გაბრიელ სალოსის, ხახანაშვილის, ივერიელის და წინანდლის ქუჩების, 10:30 საათიდან 13 საათამდე ისნის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის, მეტროსადგურ "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის დასახლების, ქედის II ჩიხის, ქეთევან დედოფლის გამზირის, მოსკოვის გამზირის, ვაზისუბნის III მიკრორაიონისI კვარტლის, სამგორის, მეველეს, გიორგი ნადარეიშვილის და აბუსერიძე-ტბელის ქუჩების, ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება:აღმაშნებლის გამზირის (ნაწილობრივ), გოგოლის და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.




ბეჭდვა