გმირთა მოედანზე, ცირკის მიმდებარედ ახალი სკვერისმოწყობის სამუშაოები
დასრულდა.
ადგილზე დაიგო მწვანე საფარი, მოეწყო ბილიკები და ბორდიურები, შეიცვალა განათების სისტემა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის მცენარე.
სკვერი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ასევე, პროექტის ფარგლებში, განახლდა გმირთა მოედნის ესტაკადაზე განთავსებული საყვავილე ქოთნები.
