ხულოში საჯარო სკოლებს შორის კალათბურთში ტურნირი გაიმართა
ხულოში საჯარო სკოლებს შორის კალათბურთში ტურნირი გაიმართა
19:05 31.05.2017
ხულოს საჯარო სკოლის სასპორტო დარბაზში საჯარო სკოლებს შორის კალათბურთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრებაში 2002-2003 წლებში დაბადებული ვაჟები მონაწილეობდნენ. პირველ ადგილზე დაბა ხულოს საჯარო სკოლის გუნდი გავიდა, მეორე ადგილი სოფელ ოქრუაშვილების გუნდს ხვდა წილად, ხოლო მესამეზე - გიმნაზიის გუნდი გავიდა.
ტურნირს გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამარჯვებულები მედლებით, სიგელებით და თასებით დაჯილდოვდნენ.

ბეჭდვა