დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
10:26 31.05.2017
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და უბნებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ბერი გაბრიელ სალოსის,ბოგდან ხმელნიცკის, ყვარლის, საინგილოს, მელაანის, საბანაკოს, ჯორჯ ბუშის, უშაკოვის, მთისძირის, ამირეჯიბის, ტვიშის, მესხეთის, ირაკლი აბაშიძის, რადიანის, მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის და ცუცქირიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

11 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მოსკოვის გამზირის, ქეთევან დედოფლის გამზირის, მეველეს, გუდარეხის, აბუსერიძე-ტბელის და სახალხოს ქუჩების, 10 საათიდან 16 საათამდე დაბა წყნეთის, 11 საათიდან 14 საათამდე თუმანიანის, ჯვარედინის, ასკანის, ბეთლემის და გომის ქუჩების, 12 საათიდან 16 საათამდე ღოღობერიძის ქუჩის, 11 საათიდან 16 საათამდე წერეთლის გამზირის(ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, გორის, ცაბაძის, თევდორე მღვდლის, ფოთის, ბათუმის, ვახუშტი ბაგრატიონის, სოხუმის, ევდოშვილის და ზუგდიდის ქუჩების ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე სოფელ ზურგოვანის, სოფელ დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, ფარნავაზის გამზირის, პეტრიწის და თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლები.

ასევე გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის(ნაწილობრივ), კარტოზიას, თამარაშვილის, ანტონოვსკაიას და საბურთალოს ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 16 საათამდე გოგოლის და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე კი მოსკოვის გამზირის(ნაწილობრივ) და ლორთქიფანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.


ბეჭდვა