ასპინძის რაიონში არქეოლოგებმა ყორღანული ველი აღმოაჩინეს
ასპინძის რაიონში არქეოლოგებმა ყორღანული ველი აღმოაჩინეს
10:28 27.06.2012
არქეოლოგებმა ასპინძის რაიონის სოფელ თმოგვში ძველი წელთაღრიცხვის III-II ათასწლეულით დათარიღებული ყორღანული ველი აღმოაჩინეს.
მერთაღანის ქვაბულის ქვაღვრილის ქვეშ 200-მდე მეგალითური აკლდამა იპოვეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე, ნამოსახლარებს, სარიტუალო და საკულტო მოედნებს მიაკვლიეს.
მეცნიერების ვარაუდით, არ არის გამორიცხული ამ ადგილზე სხვა მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლებიც აღმოჩნდეს.
მეცნიერების ინტერესს 6 000 წლიანი უწყვეტი ეპოქის კვლევა წარმოადგენს. ტერიტორიის შესწავლა პირველად 70-იან წლებში დაიწყო. ამჯერად კი, არქეოლოგები მისი უახლესი ტექნოლოგიით კვლევას იწყებენ.

ბეჭდვა