თბილისის გარკვეულ ქუჩებსა და დასახლებებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია
"თელასის" ინფორმაციით, გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა მუხიანის II და IIIმიკრორაიონების და ბერიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
12 საათიდან 13:30 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვლადიმერ ნანეიშვილის ქუჩის, 14 საათიდან 15 საათამდე ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების, 11 საათიდან 16 საათამდე ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ქავთარაძის ქუჩის, 10 საათიდან 15 საათამდე თევდორე მღვდლის ქუჩის, 10 საათიდან 16 საათამდე უზნაძის ქუჩის, 10:30 საათიდან 18 საათამდე ფალიაშვილის, მუხაძის, აბაშიძის, მახათას შესახვევის, კაკაბეთის, მესხეთის, ყვარელის, ყარყარაშვილის, გურჯაანის, მთავარანგელოზის, გონაშვილის, სევანის, ფაღავას, ირბახის, ცისკრის, კოსტავას, ძმები კაკაბაძეების, ზანდუკელის და ავლაბრის ქუჩების მაცხოვრებლები.
