ქობულეთში სარკინიგზო გადასასვლელთან 30 მაისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ქობულეთში სარკინიგზო გადასასვლელთან 30 მაისამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
16:17 27.05.2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 75-ე კილომეტრზე, რკინიგზის გადასასვლელთან, საავტომობილო გზის სარემონტო სამუშაოები ტარდება.
ამის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 მაისის 24:00სთ-მდე. დროის ამ მონაკვეთში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქ. ქობულეთში რუსთაველის ქუჩის გავლით.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ბეჭდვა