სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლებმა ბიოუსაფრთხოების რისკის შეფასების შესახებ სწავლება გაიარეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლებმა ბიოუსაფრთხოების რისკის შეფასების შესახებ სწავლება გაიარეს
18:33 25.05.2017
სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლებმა ბიოუსაფრთხოების რისკის შეფასების შესახებ სამდღიანი ინტენსიური სწავლება გაიარეს. მოწვეულმა ტრენერმა, ბიოუსაფრთხოების ოფიცერმა სტივ რორერმა როგორც თბილისის, ისე რეგიონული ლაბორატორიის თანამშრომლებისათვის ჩაატარა მასტერკლასი ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დაცვის შესახებ.
შეხვედრაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და დამსწრე პირებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ბიოლოგიურ ანგეტებთან მუშაობის დროს, რისკის შეფასების შესახებ. ასევე, განიხილა ზოგადი ბიოუსაფრთხოების საკითხები და ბიოლოგიური ნარჩენების მართვის პროცედურები.
აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიულ პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევით ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე.
"სწავლება რისკის მართვის შესახებ მოიცავს ინფორმაციას პოტენციურად საშიშ მასალებთან მუშაობისას, ბიორისკის შემცირებისა და პრევენციისთვის საჭირო ბიოუსაფრთხოების მეთოდების შესახებ. აგრეთვე, ბიოდაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მხრიდან წაყენებულ მოთხოვნათა შესახებ.
მნიშვნელოვანია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიის როლი ეპიზოოტური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის” ფარგლებში, „ერთიანი ჯანმრთელობის „ პროგრამაში და არიან სრულ მზადყოფნაში ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს, დროულად ჩაერთონ ლაბორატორიულ კომპონენტში"-აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ბეჭდვა