სამგორისრაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
 სამგორისრაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
17:33 25.05.2017
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საგზაო სამუშაოები 10 მისამართზე უკვე განხორციელდა, 5 მისამართზე კი ამ დროისთვის მიმდინარეობს.

გარდა საგზაო სამუშაოებისა, სამგორის რაიონში, 4 მისამართზე საკანალიზაციო ქსელი მოეწყო, 6 მისამართზე კი სანიაღვრე სისტემა წესრიგდება.


რაიონში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საბავშვო სკვერების მოწყობის სამუშაოებიც ჩატარდა. ამ დროისთვის კი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ბეჭდვა