ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში მინი სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში
არსებული ხელოვნური საფარი შეიცვალა ახლით და მოხდა დგარებისა და სექციური ღობის ამაღლება.
აგრეთვე, ახლად მოწყობილი და არსებული ლითონის კონსტრუქციები ანტიკოროზიული საღებავით შეიღება. სამუშაოები ტენდერით გამოვლენილმა ინდმეწარმემ „როდამ შავაძემ“ განახორციელა.
სამუშაოებისთვის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 16140 ლარი დაიხარჯა.
