ბრძოლა წესების გარეშე - საქართველოში დღეს პროფესიონალური ბრძოლების ტურნირი გაიხსნება
 ბრძოლა წესების გარეშე - საქართველოში დღეს პროფესიონალური ბრძოლების ტურნირი გაიხსნება
00:32 25.05.2017
მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის ეგიდით საქართველოში პროფესიონალური ბრძოლების ტურნირი ჩატარდება.

ტურნირში, მონაწილეობას 5 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. ესენია: უკრაინა, რუსეთი, დაღესტანი, აზერბაიჯანი და საქართველო.


სხვადასხვა წონით კატეგორიაში მათ შორის რამდენიმე საუკეთესო გამოვლინდება, რომლებიც ფულადი პრიზებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.


ტურნირის ბოლოს კი ქართველი მებრძოლი რუს მეტოქეს დაუპირისპირდება, რომელთა შორის გამარჯვებული მსოფლიო ქამრის მფლობელი გახდება.

ბრძოლა წესების გარეშე "რვაკუთხედი" ახალ სპორტის სასახლეში დღეს 20:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა