დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
10:03 24.05.2017
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებსა და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ავარიის პრევენციის მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
17 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და თაყაიშვილის ქუჩის, 16 საათიდან 18 საათამდე კი დიდი დიღმის I მიკრორაიონის, პეტრიწის და პეტრე იბერის ქუჩების მაცხოვრებლები.

ბეჭდვა