მაია მიმინოშვილი ეროვნული გამოცდების შესაძლო გაუქმების შესახებ კომენტარისგან თავს იკავებს
მაია მიმინოშვილი ეროვნული გამოცდების შესაძლო გაუქმების შესახებ კომენტარისგან თავს იკავებს
13:04 25.02.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი ეროვნული გამოცდების შესაძლო გაუქმების შესახებ კომენტარისგან თავს იკავებს.

როგორც "ნუსპრესს" მაია მიმინოშვილმა განუცხადა, ის აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახური კი, ეროვნული გამოცდების შესაძლო გაუქმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

ეროვნული გამოცდების გაუქმების შესახებ ინფორმაცია საჯარო სკოლებში გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, მოსწავლეები უმაღლეს სასწავლებლებში საატესტატო გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან.

ბეჭდვა