საავტომობილო გზების დეპარტამენტი, E70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის
მშენებლობას იწყებს.
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ფინანსური წინადადება 22-მა კომპანიამ წარმოადგინა, მათგან შეირჩა 10 კომპანია და მათ მიერ შემოთავაზებული ფინანსური წინადადებების შეფასება მოხდება.
პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და ზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.
