დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში თსუ-ში დღეს გამოფენა გაიხსნება
დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში თსუ-ში დღეს გამოფენა გაიხსნება
10:24 23.05.2017
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება.

დღეს, 12:00 საათზე თსუ ბიბლიოთეკაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 99 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოფენა ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კულტურა შარჟებით უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში“ გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მეგობრული შარჟები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921წწ.) პერიოდში კულტურის სფეროში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენისა თუ პიროვნებების შესახებ, რომლებიც მათი თანამედროვე მხატვრების მიერაა შესრულებული. ასევე გამოიფინება ჩანახატების ფოტო ასლები. მასალები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებიდანაა მოძიებული.


ბეჭდვა