დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი ძველი გზის (ქუთაისის გავლით) იმოძრავებს
დასავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი ძველი გზის (ქუთაისის გავლით) იმოძრავებს
14:57 22.05.2017
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 22 მაისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე) იმოძრავებს ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით).

აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება ცალმხრივად (სამტრედია-ქუთაისის მიმართულებაზე).
რეჟიმი გამოწვეულია საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესლიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების სამუშაოების გატარებით რომელიც მოიცავს:
• გარე განათების ქსელის მოწყობას
• ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნების მოწყობას
• ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ბეჭდვა